loader

რა თქვა ზურაბიშვილმა BBC-სთან ისეთი, რამაც სკეპტიკოსთა უარყოფითი განწყობები პოზიტიურად შეცვალა (ინტერვიუ ქართული ტიტრებით) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ზურაბიშვილმა BBC-სთან ისეთი, რამაც სკეპტიკოსთა უარყოფითი განწყობები პოზიტიურად შეცვალა (ინტერვიუ ქართული ტიტრებით)

ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახალ თანამშრომლობაზე გადასვლა, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთზე უკრაინასთან არსებული კონფლიქტების კონტექსტშიც და ასევე - ნატოზე, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორზე. "ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს", - უთხრა ზურაბიშვილმა BBC-ის ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის მიერ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ცალსახად პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა. მათ შორის, მათგან, ვინც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილის, როგორ პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. სავარაუდოდ, ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს მოქალაქეთა განწყობების პოზიტიური ცვლილება რუსეთის მიმართ გაკეთებულმა განცხადებებმა მოუტანა.