loader

ჩამსხვრეული მინები, წაქცეულია ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები - კადრები ფოთიდან, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩამსხვრეული მინები, წაქცეულია ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები - კადრები ფოთიდან, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს, კერძო სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები, წაქცეულია ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები. აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები ადგილზე მუშაობა აგრძელებენ.

ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, სტიქიის გამო მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა დახმარება.




ავტორი: მაია ძაგანია