loader

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.
ჩარკვიანის განცხადებით, მათზე ძალადობა პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი არ დაიცვეს და მათ მხოლოდ აეროპორტში მყოფი ქალბატონები დაეხმარნენ.

"ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან ჩანაწერები არ ყოფილაო"- განაცხადა მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან საუბრისას.

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწორდნენ.


ასევე დაგაინტერესებთ: სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირება ჩანს, რა დროსაც თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

"იქ ატყდა ხალხო... გეფიცებით, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აერპორტში მომხდარ ინციდენტზე

რა ვერსიაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის და?