loader

სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ახალი დეტალი - როგორ შეიძლება მომხდარიყო აფეთქება სახლში, სადაც გაზი არ არის შეყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ახალი დეტალი - როგორ შეიძლება მომხდარიყო აფეთქება სახლში, სადაც გაზი არ არის შეყვანილი

სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე კომპანია "ყაზტრანსგაზის-თბილისის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირი სახელდება, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება.

Palitravideo.ge-მ მოიპოვა აფეთქების ახლო პერიმეტრიდან გადაღებული ჩანაწერი. ვიდეოფაილის ბოლო წამებში აფეთქების მომენტია ასახული.  კადრებში ჩანს, როგორ ამოიფრქვევა სავარაუდოდ, გაზის აალებისგან წარმოქმნილი ცეცხლის მასა.

ამასთან, Palitravideo.ge-ის ინფორმაციით, მშენებარე სახლში, რომელიც ძლიერი აფეთქებისგან დაზიანდა, აფეთქების მომენტში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. შესაბამისად ჩნდება კითხვა - როგორ უნდა მოხვედრილიყო გაზის დაგროვება შენობაში, სადაც გაზი შეყვანილი არ არის.

ამ თემაზე, ვიდეოს გამოქვეყნებამდე, ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს გია არაბიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ გაზის მილსადენი, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული,  შესაძლოა დაზიანებული ყოფილიყო, რა შემთხვევაშიც მისგან გაზის გაჟონვა ხდება. ამ დროს გაზი მიწაში არსებული სხვა კომუნიკაციებიდან - საკაბელო ჭები, ელექტროგაყვანილობა, წყლის მილები და ასე შემდეგ, შესაძლოა გაჰყვეს სახლში შემავალ საკომუნიკაციო არხებს და თავმოყრა განიცადოს კონკრეტულ წერტილში. შესაბამისად შენობაში, რომელშიც გაზი არ არის შეყვანილი, და თუ აფეთქება ნამდვილად გაზით არის გამოწვეული, გაზი მხოლოდ ამ საშუალებით შეიძლება მოხვედრილიყო. აფეთქება კი შესაძლოა, ნებისმიერი გარეგანი მიზეზით მომხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დაშავებულიდან ორი კლინიკაში გადაიყვანა, ორის საავადმყოფოში გადაყვანა კი საჭირო არ გახდა.


ასევე დაგაინტერესებთ: "აფეთქების ხმა გავიგე, თითქოს, მეხი დავარდაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სოფელ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

კადრები სოფელ დიღმიდან, სადაც ძლიერმა აფეთქებამ ორსართულიანი სახლის კედლები ჩამოანგრია - დაშავებულია ოთხი ადამიანი