loader

4 დანა, 3 ნიღაბი, ნაჭრის ხელთათმანები და მოწამლული ხორცის ნაჭრები, რომლითაც სახლის პატრონის ძაღლი უნდა მოეწამლათ - ყაჩაღობის მცდელობა თეთრიწყაროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 დანა, 3 ნიღაბი, ნაჭრის ხელთათმანები და მოწამლული ხორცის ნაჭრები, რომლითაც სახლის პატრონის ძაღლი უნდა მოეწამლათ - ყაჩაღობის მცდელობა თეთრიწყაროში

პოლიციამ თეთრიწყაროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა. დაკავებულია 5 პირი, რომლებიც სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. პოლიციამ ხუთივე მათგანი იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში მანქანით გადაადგილდებოდნენ.
ავტომობილიდან პოლიციამ ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის პატრონის ძაღლის მოწამვლისთვის მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღო. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.