loader

სპეცოპერაცია სასტუმრო "გურუსა" და "ალიანსში": ამოღებულია საბრძოლო მასალა, პოლიციამ უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია სასტუმრო "გურუსა" და "ალიანსში": ამოღებულია საბრძოლო მასალა, პოლიციამ უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე აიყვანა

სპეცოპერაცია თბილისში - ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა" და "ალიანსში" სამართალდამცველებმა უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენენ, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამ თემას გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც.