loader

ღამის კადრები: მერიამ შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს კარვებში გამათბობლები დაუმონტაჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღამის კადრები: მერიამ შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს კარვებში გამათბობლები დაუმონტაჟა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს უმონტაჟებს. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, აქციის მონაწილეებმა დღეს შეშა მოიმარაგეს, რათა შეშით ღუმელით გამთბარიყვნენ, თუმცა, მათთან მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც ელექტროგამათბობლები შესთავაზეს. მათი განცხადებით, ელექტროენერგიას პარლამენტი მიაწვდის.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

პარლამენტთან რამდენიმე თვეა შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ისინი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

ავტორი: ნიკა საჯაია