loader

"მაპატიეთ, თბილისურად გეტყვით... სანამ ესენი ერთი ინგალიციიდან მეორეზე მიდიან, მოქალაქეს ყელში ამოუვიდა სიღარიბე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაპატიეთ, თბილისურად გეტყვით... სანამ ესენი ერთი ინგალიციიდან მეორეზე მიდიან, მოქალაქეს ყელში ამოუვიდა სიღარიბე"

"მოვემზადოთ ოპოზიცია და მუდმივ პრესინგში ვამყოფოთ ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქის მოთხოვნა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე, "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან "თავისუფალი დემოკრატები", "შენების მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები.