რა შემთხვევაში მიიღებთ სპეციალურ საინვესტიციო ფულს, რომელიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებზე ყოველთვიურად გაიცეს
11:56 / 06-12-2018
აღნიშნულს 767 პირის მიერ პარლამენტში წარდგენილი პეტიცია გულისხმობს, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უკვე განიხილა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება.
ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, ლოტების ან აქციების სახით ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე მხოლოდ ინვესტის მფლობელებზე, ანუ "ინვესტებზე" გაიყიდება.