loader

გრიგოლ ვაშაძის დამარცხების შემდეგ გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგოლ ვაშაძის დამარცხების შემდეგ გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული, თუმცა, ძირითადად, საქართველოში იქნება. "მე უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს. ვაკეთებთ ძალიან ბევრ რეფორმას. მათ შორის არის ანტიკორუფციული სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო, იქაური იუსტიციის სახლის ბრენდი "გოტოვო" და ა.შ. რაც შეეხება პოროშენკოსთან მიმართებაში, დიახ, ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად, ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ", - განაცხადა ვაშაძემ.