loader

გაგრძელდება თუ არა საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც? - ინფორმაცია, რომელიც ყველა მძღოლს აინტერესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაგრძელდება თუ არა საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც? - ინფორმაცია, რომელიც ყველა მძღოლს აინტერესებს

საქართველოში საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის შემცირების ის ტრენდი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, კომპანიებს მომავალში ფასების კიდევ მეტად შემცირების საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, მიმდინარე ეტაპზე, საწვავის ფასი ერთ ლიტრზე, საშუალოდ, 5-7 თეთრით არის შემცირებული.