loader

რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ მათ, ვინც საახალწლო პიროტექნიკას არასრულწლოვნებს მიჰყიდის - კანონპროექტის დეტალები 40 წამში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ მათ, ვინც საახალწლო პიროტექნიკას არასრულწლოვნებს მიჰყიდის - კანონპროექტის დეტალები 40 წამში

პარლამენტის ბიუროს 10 დეკემბრის სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.