loader

"სიგარეტს მოუკიდა და მოხდა, რაც მოხდა" - ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიგარეტს მოუკიდა და მოხდა, რაც მოხდა" - ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეოთხე სართულზე აფეთქებას მცირედი ნგრევა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.