loader

საქართველოში ბიჭების ბორდელში წასვლას მამები აფინანსებენ - ნახეთ, რა წერია UNICEF-ის დოკუმენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ბიჭების ბორდელში წასვლას მამები აფინანსებენ - ნახეთ, რა წერია UNICEF-ის დოკუმენტში

საქართველოში სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. ამის შესახებ ნათქვამია UNICEF-ის კვლევაში სახელწოდებით „მოზარდთა მშობლობა“.

კვლევის მიხედვით, ცოტა მშობელია მზად, მისცეს შვილს საშუალება, დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა საკითხებზე.

ზოგადად, კვლევის შედეგების მიხედვით, ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას. მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციით შეიარაღების პასუხისმგებლობა აკისრიათ“, - აღნიშნულია კვლევაში.