დიდთოვლობის გამო ხულოს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია
13:15 / 13-12-2018
როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით მოსულმა თოვლმა ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია. ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.