loader

მარნეულში 70 წლამდე ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს - ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში 70 წლამდე ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს - ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად

მარნეულში, სოფელ კიროვკაში ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული. ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ვის შეეძლო მოეკლა 70 წლამდე ასაკის ქალი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.