"აქ აქციას ვერ გამართავენ" - კახეთის გუბერნატორის თქმით ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას.