loader

დაპირისპირების დრამატული კადრები: პოლიციამ აქციის მონაწილე მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირების დრამატული კადრები: პოლიციამ აქციის მონაწილე მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ადგილზე კვლავ ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლაა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერთ-ერთი მანქანის შემოყვანა და ჩაკეტილ გზაზე ამგვარად გავლა სცადეს, თუმცა, დაპირისპირებისას აღნიშნულ მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს.

სამართალდამცავები ცდილობენ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინონ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ოპოზიციის წარმომადეგენელი ბესო გაზდელიანი.