loader

როგორ გამოუყურებიან სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები ინაუგურაციაზე - პირველი, ყველაზე ემოციური წუთები ღონისძიებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოუყურებიან სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები ინაუგურაციაზე - პირველი, ყველაზე ემოციური წუთები ღონისძიებიდან

ინაუგურაციის პირველი, ყველაზე ემოციური წუთები - ზურაბიშვილმა წითელი ხალიჩა შვილებთან ერთად გაიარა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში" მიმდინარეობს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.