ინაუგურაციის შემდეგ თელავში ვითარება დაიძაბა: დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიცის შორის
17:09 / 16-12-2018
ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თელავში ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიცის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდა. პროტესტის დროს დაზიანდა ერთ-ერთი სახელმწიფო მანქანა. ასევე მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიცის შორის დაპირისპირება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ ველისციხიდან მათ აქტივიტებს თელავში ჩამოსვლის უფლებას მისცენ.