loader

დავით კირკიტაძე დაიჭირეს - ნახეთ დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კირკიტაძე დაიჭირეს - ნახეთ დაკავების კადრები

კახეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალურ მოძრაობაში" განუცხადეს, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციისას დაზარალებულის სანახავად წავიდნენ. პარტიის ინფორმაციით, ნიკა მელიას და დავით კირკიტაძეს დაჰყვებოდა სუს-ის მანქანა, რომელში მსხდომებმაც თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან გადმოცვივდნენ და დავით კირკიტაძე წაიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ სად არის გადაყვანილი კირკიტაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, კირკიტაძე 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


ასევე დაგაინტერესებთ: დავით კირკიტაძე თელავის სამხარეო სამმართველოში მიიყვანეს - პირველი კადრები ადგილიდან

დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი დაკავების მომენტში