loader

ექსკლუზიური კადრები - როგორ ასხამს მამაკაცი დაუდგენელ ნივთიერებას ოპოზიციის აქტივისტების მანქანაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები - როგორ ასხამს მამაკაცი დაუდგენელ ნივთიერებას ოპოზიციის აქტივისტების მანქანაში

გთავაზობთ "კურიერის" ექსკლუზიურ კადრებს - როგორ ასხამს მამაკაცი დაუდგენელ ნივთიერებას ოპოზიციის აქტივისტების მანქანაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ პირს დაიბარებენ, ვინც გუშინ ველისციხესთან აქციის მონაწილეების ავტომანქანაში სავარაუდოდ, გაზი შეასხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ვიდეო-კადრების შესწავლა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენა, რომელსაც გამოკითხვაზე დაიბარებენ.

გუშინ, ველისციხესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, მათი გაზით ინტოქსიკაცია სცადეს. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, იმ მანქანებში, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფებოდა, გაზი შეუშვეს. „მე ვერ გეტყვით, რა გაზი შემოუშვეს, ჯანმრთელობის რა დაზიანება მივიღეთ, თუმცა ვინც ვიყავით მანქანებში, გვაქვს პირის სიმშრალე“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.