loader

"გამიარა და იქიდან დამიწყო გინება" - სოსო რობაქიძე ჰყვება, როგორ ესროლეს დონაძის დაკავების შემდეგ პროკურორს სანთებელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამიარა და იქიდან დამიწყო გინება" - სოსო რობაქიძე ჰყვება, როგორ ესროლეს დონაძის დაკავების შემდეგ პროკურორს სანთებელა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სავარაუდოდ, სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.

ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.

რობაქიძის საქმეზე, სამსახურეობრივი უცლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. მათგან ბაქრაძის გარდა ყველა დანარჩენ პირს პატიმრობა შეეფარდა.