loader

წივილ-კივილის და დაპირისპირების კადრები სასამართლო დარბაზში დაკავების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წივილ-კივილის და დაპირისპირების კადრები სასამართლო დარბაზში დაკავების შემდეგ

ვაჭარო, მათხოვარო, თქვე ლარიანებო, - ამ შეძახილებით გააცილეს სოსო რობაქიძე საქალაქო სასამართლოს შენობიდან ბუტა რობაქიძის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი პირების ოჯახის წევრებმა.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.