loader

სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციის წესში ცვლილება განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციის წესში ცვლილება განხორციელდა

საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა. ცვლილებები სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტაციის წესსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში განხორციელდა.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის საოპერაციო ფართზე სარეგისტრაციო მოთხოვნა 20-დან 15 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად დარეგისტრირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ნაღდი ვალუტის გაცვლის ოპერაციები განახორციელოს.

ამასთან, სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია არ მიაწოდოს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელ ფიზიკურ პირზე 3 ათასი ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი გაიცემა და სესხის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნით ხდება.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა ეროვნულ ბანკში 2018 წლის 20 დეკემბრიდან შეეძლებათ.