loader

"ჩემს შვილს აქვს ეპილეფსია, მეორე დაავადებაც აქვს" - რა ჰყვება თელავში მომხდარი სროლის დროს, ერთ-ერთი დაჭრილის მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს შვილს აქვს ეპილეფსია, მეორე დაავადებაც აქვს" - რა ჰყვება თელავში მომხდარი სროლის დროს, ერთ-ერთი დაჭრილის მამა

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით შპს "ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის" ოფისში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარს წინ ახალგზარდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. ერთ-ერთი დაჭრილის მამის, თელავის ღვთაების დედათა მონასტრის მღვდელმსახურის, მამა გენადი გოგილაშვილის ვარაუდით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.


ასევე დაგაინტერესებთ: სისხლიანი გარჩევა თელავში, დაჭრილია 3 ახალგაზრდა