loader

"ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია" - პაატა ბურჭულაძის პასუხი ბრალდებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია" - პაატა ბურჭულაძის პასუხი ბრალდებებზე

"ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში ვერასდროს ვიფიქრებდი" - ასე ეხმაურება პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ ბრალდებებს. საოპერო ბანი მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს რომ ის რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოიარა.

"ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით" - წერს ბურჭულაძე და აქვე აღნიშნავს რომ სწორედ ტემირკანოვი იყო ის მაესტრო, რომელიც ომის შემდეგ თბილისში ოკესტრით ჩამოვიდა და საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელსაც სააკაშვილიც დაესწრო.

"მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, არავის უთქვამს, რომ ტემირკანოვი და მისი ორკესტრი უკრავდა სააკაშვილისთვის. ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია. ვეღარაფრით გამაკვირვებს ვერც ერთი "დიდი პატრიოტი" - ამბობს პაატა ბურჭულაძე.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორ განმარტავს პაატა ბურჭულაძე იმ კონცერტზე გამოსვლას, სადაც პუტინიც მონაწილეობდა

"ბურჭულაძემ ცოტა ძაან გაიმარაზმა თავი" - ტენორი პუტინის თანდასწრებით ნამღერის გამო გაკიცხეს

პაატა ბურჭულაძე და ვლადიმერ პუტინი ერთ სცენაზე - მომღერალმა იმ საღამოზე იმღერა, რომელსაც პუტინი და პოლიტელიტა დაესწრო