მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს - ინფორმაცია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს მუშაობა
13:05 / 19-12-2018
პოლონეთში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ კვოტაზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა იქნება.