loader

ჯართის ბიზნესს ამოფარებული თაღლითები - დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც ბიუჯეტი 2 მილიონამდე ლარით დააზარალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯართის ბიზნესს ამოფარებული თაღლითები - დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც ბიუჯეტი 2 მილიონამდე ლარით დააზარალეს

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 604 523 ლარს შეადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ოფიცალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების სახელზე საწარმოებს არეგისტრირებინებდნენ და მათი საშუალებით, ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს ახორციელებდნენ, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდანდამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება ხდებოდა. გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს