loader

ელენე ხოშტარიას მწვავე დაპირისპირება გახარიასთან - "ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე ხოშტარიას მწვავე დაპირისპირება გახარიასთან - "ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?!"

შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრს, რომელიც დეპუტატების კითხვებს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ხოშტარიას გაღიზიანება გიორგი გახარიას განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც, ის, რაც უმცირესობამ კომისიის ფარგლებში გააკეთა, უდიდესი წარუმატებლობა იყო პარლამენტისა და ხორავას ქუჩის საქმისთვის.

"თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა სინდისით ლაპარაკობთ. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!", - მიმართა ხოშტარიამ.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიმართლის მოსმენა მწარეა. "ისე, სიმართლემ ასე იცის ხოლმე, მწარეა უსმინო", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

"მწარეა შვილმკვდარი მამის ყურება. სად გაქვთ პასუხისმგებლობა! შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ!", - უპასუხა ხოშტარიამ გახარიას.