X
საშინელი შემთხვევა წყალტუბოში - ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა: "ყვიროდა: მომაშორეთო"
16:59 / 22-12-2018
ადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ორი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა. ორი დღის წინ მგელმა სოფლის ოთხი მკვიდრი დაკბინა, წუხელ კი ადგილობრივ მურმან ციბაძეს დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.

„ბაზარში მიმქონდა პროდუქტი გასაყიდად, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს მიჰყავდა. თავიდან ძაღლი მეგონა, მივუახლოვდი და გამოვეკიდე, ძაღლი რომ გადამერჩინა, რა დროსაც თავს დამესხა და მკლავზე მიკბინა“, - განაცხადა მურმან ციბაძე.

დაზარალებულებს შესაბამისი აცრები ჩაუტარდათ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა