loader

ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა - დაჭრილის მამისა და ადგილობრივების კომენტარი წავკისში მომხდარ სისხლიან ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა - დაჭრილის მამისა და ადგილობრივების კომენტარი წავკისში მომხდარ სისხლიან ფაქტზე

ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამამ თემურ დორეულმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.

"ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა.

ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული.

უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა", - განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

გუშინ, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე გარდაცვლილი 30-წლამდე ასაკის მამაკაცია. მომხდარი დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.



ასევე დაგაინტერესებთ: სისხლიანი დაპირისპირება წავკისში - მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორი კი დაჭრილია