loader

იუსტიციის საბჭოს წევრი მნიშვნელოვან შეხვედრაზე 2 თვის ბავშვთან ერთად მივიდა: რატომ? - ამაზე ნაზი ჯანეზაშვილი თავად საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის საბჭოს წევრი მნიშვნელოვან შეხვედრაზე 2 თვის ბავშვთან ერთად მივიდა: რატომ? - ამაზე ნაზი ჯანეზაშვილი თავად საუბრობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს შვილთან ერთად მოვედი, რადგან როდესაც ჩემი 2 თვის შვილი გაიზრდება, არ მინდა სასამართლო სისტემა კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომელიც საბჭოში მის 2 თვის ჩვილთან ერთად მივიდა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის ე.წ. კლანი მართავს. მისივე თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ აღნიშნული კლანის ხელში უვადოდ აღმოჩნდეს სასამართლოს მართვის სადავეები.

დღეს, საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებს. ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები.