loader

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სესხი "ლიბერთი ბანკში" აქვს - რა ოდენობის თანხას გაუნულებს ბანკი მსესხებლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სესხი "ლიბერთი ბანკში" აქვს - რა ოდენობის თანხას გაუნულებს ბანკი მსესხებლებს

მსესხებლებისთვის ვალების გასანულებლად "ლიბერთი ბანკის" მიერ "ქართუ" ფონდისთვის გადაცემული მოთხოვნის ჯამური ოდენობა შესაძლოა, ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს აღემატებოდეს. ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც "ლიბერთი ბანკის" 2018 წლის მე-3 კვარტლის ანგარიშგებაშია ასახული, ბანკის სააქციო კაპიტალი 261 მილიონ 712 ათას 429 ლარია. შესაბამისად, ამის 10% - 26 მილიონ 171 ათას 249 ლარს შეადგენს, შედეგად კი გამოდის, რომ "ლიბერთი ბანკი" საკუთარ მსესხებლებს დაახლოებით, სწორედ ამ ოდენობის მოცულობის სესხებს გაუნულებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge 28 არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციისა და 11 კომერციული ბანკის მონაცემებია ატვირთული. ჯამში, ვებგვერდზე 604 ათას 797 მსესხებლის მილიონ 302 ათას 750 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა კი 3 მილიარდ 933 მილიონ 145 ათას 876 ლარია.