loader

ქართველი ბიჭი ვეფხვის ვოლიერში სრულიად შიშველი შევიდა - დაგლეჯილ ახალგაზრდას ხელის ამპუტაცია დასჭირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ბიჭი ვეფხვის ვოლიერში სრულიად შიშველი შევიდა - დაგლეჯილ ახალგაზრდას ხელის ამპუტაცია დასჭირდა

ქართველი ახალგაზრდა იტალიაში ვეფხვმა დაგლიჯა. 25 წლის ბიჭი შობის ღამეს ვეფხვის ვოლიერში სრულიად შიშველი შევიდა - ინციდენტი რეჯიო კალაბრიას პროვინციაში, "ლიდია ტონის" ცირკში მოხდა. იტალიური მედია ვოლიერის ფოტოებსა და ვეფხვის ვიდეოს ავრცელებს და აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მტაცებლის თავდასხმის შედეგად მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებული უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმების განცხადებით, გამოფხიზლებისას ის აგრესიულად იქცეოდა და გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა. იტალიური სააგენტოების ცნობით, ოპერაციის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა და რამდენიმე ადამიანს დანით დაზიანებებიც მიაყენა. ის პოლიციამ დააკავა. მომხდარის გამოძიება გრძელდება.