loader

რა იცვლება სესხის გაცემისას? - ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესი დაამტკიცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იცვლება სესხის გაცემისას? - ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო. რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე სასესხო ან სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა არ უნდა დააკისროს.

რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი და უზრუნველყოფის ღირებულება სებ-ის მიერ დადგენილ ზღვრებს არ აღემატება.

ცნობისთვის, რეგულაცია სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.