loader

არსებობს თუ არა ქვეყანაში - H1N1 გრიპის ეპიდემიის საფრთხე? - საქართველოს მთავარი ექიმის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არსებობს თუ არა ქვეყანაში - H1N1 გრიპის ეპიდემიის საფრთხე? - საქართველოს მთავარი ექიმის პასუხი

არსებობს თუ არა ქვეყანაში - H1N1 გრიპის ეპიდემიის საფრთხე - ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. დავით სერგეენკომ ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე და სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები.

მინისტერის თქმით, ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა შესაბამისი ქმედებისთვის მზად არის.რაც შეეხება მიმართვების რაოდენობის გაზრდას, სერგეენკოს განცხადებით, ჰოსპიტალებში ადგილებზე შეფერხება არ არის. შეგახსენებთ რომ H1N1 გრიპის ვირუსით საქართველოში უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა. შუახნის ქალი აჭარაში, ორსული ქალი კი ქუთაისში დაიღუპა.