loader

2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასული ყველა ტურისტი გადასახადს გადაიხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასული ყველა ტურისტი გადასახადს გადაიხდის

2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა 1.5 ევროთი განისაზღვრა. თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრა. თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები. ახალ გადასახადს ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტი გადაიხდის.