loader

თბილისში ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს - "როგორ დავიჯერო, სულს მატკიებ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს - "როგორ დავიჯერო, სულს მატკიებ"

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები დღეს დილით იპოვეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.