loader

60 პროცენტამდე ფასდაკლება 4 მაღაზიის ქსელის პროდუქციაზე - მედიაჰოლდინგმა "პალიტრამ“ საახალწლო ფესტივალი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

60 პროცენტამდე ფასდაკლება 4 მაღაზიის ქსელის პროდუქციაზე - მედიაჰოლდინგმა "პალიტრამ“ საახალწლო ფესტივალი გამართა

მედიაჰოლდინგმა "პალიტრამ“ საახალწლო ფესტივალი გამართა. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული სახე ექნება.
ფესტივალზე „პალიტრის“ შვილობილი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ნებისმიერ მსურველს წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა 60 პროცენტამდე ფასდაკლებით შეეძლო. ორგანიზატორებმა ფესტივალზე არა მარტო „პალიტრის“ თანამშრომლები, არამედ მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებიც დაპატიჟეს. დიდი ფასდაკლებით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 4 მაღაზიის ქსელის პროდუქცია - მათ შორის ALLWINE.GE-ს, “ბიბლუსის“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ და „პალიტრა L”-ის პროდუქცია.

ფესტივალს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეც ესწრებოდა, რომელმაც რაიონის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია.