loader

"გახარია მოსკოვის კაცია, თუ პრემიერი გახდა, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება" - მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გახარია მოსკოვის კაცია, თუ პრემიერი გახდა, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება" - მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ

გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, - ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) განაცხადა.

„გიორგი გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაც, რომ მე ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. მე ახლა კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამეა, რა თქმა უნდა, იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდნენ. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ... ვერ გახდება პრემიერი. თუ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.