loader

რუსთავში წვევამდელმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში წვევამდელმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წვევამდელია და სამხედრო სავალდებულო სამსახურს #17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მუცლისა და გვერდის არეშია დაჭრილი, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.