loader

"რომ შეიძლებოდეს, ჩემი სიცოცხლითაც კი გამოვისყიდდი" - მირზა სუბელიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ შეიძლებოდეს, ჩემი სიცოცხლითაც კი გამოვისყიდდი" - მირზა სუბელიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა

მირზა სუბელიანმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს კიდევ ერთხელ უთხრა სამძიმარი და თქვა: ეს ჩემთვის იმხელა ტრაგედიაა, რამით რომ შეიძლებოდეს, გამოვისყიდიდი, ჩემი სიცოცხლითაც კი, თუკი, ვინმეს რაღაც ტკივილს შევუმსუბუქებდიო, - ამის შესახებ პალიტრანიუსს მირზა სუბელიანის ადვოკატმა განუცხადა. სუბელიანის სისხლის სამართლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. სასამართლოს მიმართა თავად ბრალდებულმა სუბელიანმაც. როგორც მან განაცხადა, მომხდარი არა მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახების ტრაგედია იყო, არამედ, მისთვისაც ტრაგედიაა. „სჯობს მე არ ვიყო დღეს ცოცხალი და სჯობს, ის ბავშვები იყვნენ ცოცხლები“, - განაცხადა პროცესზე სუბელიანმა.