loader

"ბესელია ივანიშვილის სურვილით გაუშვეს" - რა იცის ოპოზიციამ "ოცნების" შიდა დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბესელია ივანიშვილის სურვილით გაუშვეს" - რა იცის ოპოზიციამ "ოცნების" შიდა დაპირისპირებაზე

მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის გამო არ დაწყებულა. "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ. განხეთქილება, მისი თქმით, კლანური ურთიერთობების გარკვევას მოჰყვა. კახიძის თქმით, უვადო მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.