loader

ივანიშვილი გუნდზე გაბრაზებულია - რას ჰყვება ინფორმირებული წყარო 3 იანვარს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი გუნდზე გაბრაზებულია - რას ჰყვება ინფორმირებული წყარო 3 იანვარს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შესახებ

ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში 3 იანვარს გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა. როგორც "პალიტრანიუსისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ფრაქციის სხდომაზე წამოჭრა, სწორედ "კანაფის კონტროლის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი იყო. ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შეძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა. ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ "დიდი ფული" დაკარგა.