loader

გვეშინოდეს თუ არა პურის ფასის გაძვირების მას შემდეგ, რაც კომერციული სექტორისთვის გაზის საფასური 5 თეთრით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვეშინოდეს თუ არა პურის ფასის გაძვირების მას შემდეგ, რაც კომერციული სექტორისთვის გაზის საფასური 5 თეთრით გაიზარდა

თბილისში ბუნებრივი აირის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება, რადგან გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისმა" კომპანიებს ცოტა ხნის წინ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში კომერციულ ობიექტებს გაზის საფასური ეზრდება. კერძოდ, ბუნებრივი აირის ის მომხმარებლები, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრს გადაიხდიან. თუმცა, კომპანიის განმარტებით, პურის მწარმოებლებს ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ.