loader

"სასწრაფოს დაურეკეთ! ხალხია მოყოლილი!" - საშინელი პანიკა ბათუმში, როცა ქარისგან მოგლეჯილი სახურავი ადამიანებს დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასწრაფოს დაურეკეთ! ხალხია მოყოლილი!" - საშინელი პანიკა ბათუმში, როცა ქარისგან მოგლეჯილი სახურავი ადამიანებს დაეცა

დამანგრეველი ქარიშხალი ბათუმში - სტიქიამ ქუჩებში პანიკა გამოიწვია. ვიდეომასალა აღებულია ადგილობრივი "ფეისბუკგვერდის", "ბათუმის" პირდაპირი ეთერიდან.

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.