ჩხუბი აქციის მონაწილებსა და მძღოლებს შორის - თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსებზე ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრეს
15:47 / 06-01-2019
აქციის მონაწილეებთან ერთად რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების - 2 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნეს და ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრეს. აქციის მონაწილებსა და მძღოლებს შორის ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები. რუსთავის მერიასთან ახალგაზრდების ჯგუფი თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.
ავტორი: მარი ვარდოშვილი
ასევე იხილეთ: რა ხდება რუსთავში, სადაც რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ