loader

თბილისის ქუჩები, რომლებიც საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით გადაიკეტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ქუჩები, რომლებიც საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

კერძოდ, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ და მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.