loader

"ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ" - რა სთხოვა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ" - რა სთხოვა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლის ბოლო სამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას და მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა.

როგორც ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

„პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში...“, - განაცხადა ბესელიამ.